რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ბავშვობაში მიღებულმა მზის დამწვრობამ

მხოლოდ ერთი დამწვრობა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკშიც კი აორმაგებს კანის კიბოს, კერძოდ მელანომის განვითარების რისკს ცხოვრების გვიან ეტაპზე - ამის შესახებ ზაზა თელია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს. 

მისივე განმარტებით, ამიტომ არის ძალზედ მნიშვნელოვანი ბავშვების დაცვა მზის სხივებისგან.

"1. დაახურეთ ქუდი;

2. გაუკეთეთ მზის სათვალე;

3. ჩააცვით გრძელსახელოებიანი მაისური;

4. სისტემატიურად გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება - SPF30, UVA+UVB.

მზისდამცავი აარჩიეთ შემადგენლობის მიხედვით.

უფრო ძვირი არ ნიშნავს უკეთესს." - წერს ექიმი.