რა ხდება ბათუმის შესასვლელში - მგზავრების კონტროლი გამკაცრდა

ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის საველე კარვები განთავსდა. სამართალდამცველები ტემპერატურას უზომავენ, როგორც ქალაქში შემსვლელებს, ისე ქალაქიდან გამსვლელ მგზავრებს. 

მოქალაქე, რომელსაც ტემპერატურა უფიქსირდება, კარავში შეჰყავთ და სპეციალისტები მონაცემებს იწერენ, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელების ცენტრს უკავშირდებიან. 

ამჟამად ქალაქის შესასვლელში ორი კარავია განთავსებული.