რა მოხდა მუხიანში, სადაც აფეთქებას ადამიანი ემსხვერპლა

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარს 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც report.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათ თანამშრომლებს ადგილზე მისვლისას ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. შემთხვევის შედეგად შენობაში ხანძარი არ ყოფილა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

reportge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.