რა პრეპარატები მიიღო ბაჩალიაშვილმა - ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილია

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის შუალედური დასკვნით ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილ 23 წლის პროგრამისტის სხვადასხვა სახის მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. 

შუალდეური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში ძირითადად აღმოჩენილია წნევის წამლების კვალი. ასევე ბაჩალიაშვილს მიღებული აქვს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თუმცა რა რაოდენობით ჰქონდა მიღებული მას აღნიშნული ნივთიერებები და იყო თუ არა ეს წამლები სიცოცხლისთვის ზიანის მომტანი, ამის შესახებ ცნობილი საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება. 

ამასთან, დასკვნაში აღნიშნულა, რომ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში არ არის აღმოჩენილი ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალებების კვალი და ალკოჰოლი. 

"შუალედური ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია სხვადასხვა ნივთიერება, სხვადასხვა დასახელების პრეპარატი, რაოდენობა იქნება საბოლოო დასკვნაში აღწერილი. არის სხვადასხვა აბები, მაგრამ არ არის მითითებული არც ნარკოტიკული, არც ფსიქოტროპული. ასევე არაფერია ნათქვამი ალკოჰოლზე. მითითებულია ანთების საწინააღმდეგო ისეთი აბები, რომლებიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა გადამოწმდება შესაბამის სპეციალისტებთან, გადაეგზავნება სხვადასხვა ქვეყნის ტოკსიკოლოგებს და დაველოდებით საბოლოო დასკვნას" - განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.