რა რეჟიმში იმუშავებს 1-10 იანვრის უქმეებზე იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ report.ge-ს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. 

მათვე ცნობით, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. 

ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებს. 

შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.