რა შემთხვევაში მოიხსნება გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება

გარე სივრცეებში პირბადის მოხსნაზე რომ ვიზრუნოთ, მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ივნისის შუა რიცხვებში ქვეყანაში ორჯერადად 70 000-მდე მოქალაქე იქნება აცრილი. 

„დღევანდელი მონაცემებით, სულ 17 ათასი ადამიანი გვყავს ორჯერადად აცრილი, ვფიქრობ, სადღაც ივნისის შუა რიცხვებში 60-70 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება და ეს საკითხი უფრო აქტუალურად დადგება. შრომის ინსპექცია ასევე მუშაობს ე.წ. მწვანე კორიდორებზე, რესტორნებში მწვანე სივრცეებზე, სადაც ორჯერადად აცრილ ადამიანს თავისუფლად ყოფნა შეეძლება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.