რა შეზღუდვები ამოქმედდა აჭარაში დღეიდან

აჭარის რეგიონში დღეიდან ის შეზღუდვები ამოქმედდება, რომლებიც გუშუნ უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. 

22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე შეჩერებულია.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რომ დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.