რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

ხვალიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.

შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გაიხსნება სპორტული დარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

აღდგება სასწავლო პროცესის აუდიტორიებში.

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან.

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ ხვალიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენების გამართვას, სპორტული შეჯიბრებების განახლებას მაყურებლის დასწრებით) შეძლებენ პირველი აპრილიდან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ცხრა საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა, ამ ეტაპზე ძალაში რჩება.