რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან

ხვალ, 13 მაისს, საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

ასევე, 13 მაისიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომლის მოძრაობაც შეჩერებული იყო უქმე დღეების გამო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში დარჩა შეზღუდვა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დადებითობის მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: დღიური - 3,5%, ბოლო 14 დღის - 5,82%, ბოლო 7 დღის - 5,48%