,,რა ვქნა ახლა, ეს ტელეფონი გავყიდო და ფული გლახაკებს დავურიგო?" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მისთვის ნაჩუქარი ძვირადღირებული ტელეფონის ირგვლივ საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციებს ეხმაურება.

,,ტელეფონი, რომელიც მაჩუქეს, რა ვქნა ახლა, გავყიდო და გლახაკებს დავურიგო ფული? რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს ფული გლახაკებს, ამაზეა საუბარი?

მე რაც შემიძლია ყველას ვეხმარები, ვერავინ იტყვის, რომ დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო, რაც შემიძლია ვაკეთებ. რაც შეეხება ამ ტელეფონს, მე პირობა დავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პირობა არ მაქ დასადები და რამდენიმე კარგი ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ,"- განაცხადა მეუფემ ,,დღის კურიერში.