კრწანისის რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება

კრწანისის რაიონს დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 16 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 17 ოქტომბრის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: ზემო ფონიჭალას, მარნეულის და ვაგზლის ქუჩებს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, სოფელ ფონიჭალას და მიმდებარე დასახლებებს.