რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

დღეიდან, 13 მაისიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 

საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

ასევე, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომლის მოძრაობაც უქმე დღეების გამო შეჩერებული იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში დარჩა შეზღუდვა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე.