რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე - 14 მაისის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

NCDC-ის ცნობით, 14 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 81 076 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 13 507 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.