რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 976, საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028.

მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.

996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში.

17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.