რამდენ ვაქცინირებულს ჰქონდა ანაფილაქსიური შოკი საქართველოში - გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როცა ადამიანებს, ვაქცინაციის შემდეგ, გართულება გამოუვლინდათ.

„ვაქცინაციის შემდეგ, სულ 120-მდე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გართულებაა დაფიქსირებული. შემთხვევა, როცა ადამიანს სიცხემ აუწია ან ნანემსარი ეტკინა, არ ფიქსირდება. ამ 120-დან ხდება ზოგიერთის უკუგდება, ზოგიერთის დატოვება... რაც შეეხება ანაფილაქსიურ შოკს - კლინიკამ დააფიქსირა მხოლოდ ერთი შემთხვევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.