რამდენი 16-18 წლის მოზარდი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

16-დან 18 წლამდე მოზარდების Pfizer-ით აცრის პროცესი დაწყებულია, რამდენიმე ათეული მოზარდი უკვე აცრილია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, 16-დან 18-წლამდე მოზარდების ვაქციაცია ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

„დაახლოებით 20-მდე სტუდენტი, რომლებიც მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, აიცრნენ Pfizer-ის ვაქცინით. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება ყოველგვარი გართულებისა და პრობლემის გარეშე", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.