რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა. 

სულ, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1 826 786 აცრა გაკეთდა.