რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

საქართველოში 3 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით სულ აცრილია 523466 მოქალაქე.

რაც შეეხება დღიურ მონაცემებს, 2 აგვისტოს საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აიცრა 16677 ადამიანი.