რამდენი ადამიანი აიცრა ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 214 პირი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში ჯამში 12 846 პირია აცრილი.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად, მოქალაქეები booking.moh.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამასთან, ვაქცინას მიიღებენ დიალიზზე მყოფი პაციენტები.