რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დღიურად ჩატარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო  4 927 აცრა.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე კი სულ ჩატარებულია 1 955 943 აცრა. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 43 პაციენტი.