რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში

17 მაისს  საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4021 ადამიანი აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 93 305 ადამიანია აცრილი.

"სულ აცრილია 93 305 (ასტრა ზენეკა I დოზა 36 952, ასტრა ზენეკა II დოზა 1572 , ფაიზერი პირველი დოზით 13 983, მეორე დოზა 13 505, სინოფარმი 27 293) მათ შორის 17 მაისს სულ 4021 (ასტრა ზენეკა I დოზა 982, ასტრა ზენეკა II დოზა 434, ფაიზერი პირველი დოზა 0, ფაიზერი მეორე დოზა 0 ",- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.