რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1119-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 173345-მა მოქალაქემ გაიარა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 349 405 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 334 519, გარდაიცვალა 4 934 პაციენტი.