რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 228-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 324 802 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 382 734 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 491, გარდაიცვალა 5 503 პაციენტი.