რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 948-მა ადამიანმა გაიკეთა. 

სულ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე კოვიდვაქცინებით აცრა გაიკეთა 1 700 895-მა მოქალაქემ.