რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 15 096-მა ადამიანმა გაიკეთა. 

სულ ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 1 671 295 მოქალაქე.