რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

8 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში დღიურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით 19 355 ადამიანი აიცრა.

სულ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, პირველი დოზით აცრილია 626 343 მოქალაქე.

სრულად ვაქცინირებულია 194 449 ადამიანი.