რამდენი ადამიანი გადაარჩინეს წელს მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ," - წერია განცხადებაში.