რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

საქართველოში 16 ოქტომბრის მონაცემებით სულ 1 906 882 აცრაა ჩატარებული. 

სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებული 1 009 387 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.5%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 897 299 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.4%-ია. 

15 ოქტომბერს აიცრა 6 673 ადამიანი.