რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 715 073 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%;

სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%;

23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი.