რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში ბუსტერ დოზით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს  82 355 ადამიანს. 

7 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 545 490 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 296 326 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 45.1%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 165 288 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 40.6%.