რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში - განახლებული მონაცემები

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" მონაცემებით, 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ 2 046 362 აცრაა ჩატარებული. 

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 074 602 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.8 %. 

სრულად ვაქცინირებულია 966 143 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%.

13 ნოემბერს 4 946 ადამიანი აიცრა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსურ გართულებას ემსხვერპლა გარდაიცვალა 81 ადამიანი.