რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში კორონავირუსზე

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად აცრილია 23 493 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.