რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში - 3 სექტემბრის მონაცემები

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 518-მა ადამიანმა გაიკეთა.

მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 1 259 391 აცრა გაკეთდა.

3 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა;

1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.8%;

სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.3%;

2 სექტემბერს აიცრა 23 518 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 86 ადამიანი ემსხვერპლა. 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.