რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 421-მა ადამიანმა გაიკეთა. 

სულ ქვეყანაში, ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 1 760 878 მოქალაქე.