რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში "ბუსტერით"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 77 125 ადამიანს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა.  სულ ჩატარებულია 2 528 030 აცრა. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 292 888 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 45.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 156 606 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 40.3%.