რამდენი აქტიური შემთხვევაა ქვეყანაში და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა

საქართველოში ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა 10 295-ს შეადგენს, საიდანაც 795 პირის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29. 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი.

გარდაიცვალა 25 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.