რამდენი აცრილი მოქალაქე დაინფიცირდა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე ადამიანია აცრილი. აცრილთა 0.2% კი კორონავირუსით დაინფიცირდა. 

გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულ მოქალაქეების შემთხევაში ინფექცია უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს.

"ვაქცინის ორი დოზით, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე ადამიანია აცრილი. ვადასტურებ, რომ ორი დოზით აცრილებში გვაქვს, 0.2% ინფიცირება. ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტი არის 1.8. თუმცა უმრავლესი შემთხვევები არის მსუბუქი ინფიცირება და მათი მკურნალობა არა კლინიკებში, არამედ სახლის პირობებში ხდება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.