რამდენი ბავშვი დაინფიცირდა კორონავირუსით საქართველოში

მუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 0-დან 18 წლამდე ბავშვების ხვედრითი წილი 9,5-10%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 40 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა.

„თუ ამ ციფრებს შევადარებთ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ით 40 ათასამდე ბავშვი უნდა იყოს ინფიცირებული. თუ ყოველდღიურ ჭრილში შევხედავთ, ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეებში 2 000-ის ფარგლებშია. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, არც თუ ისე დიდი განსხვავებაა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ზოგადად ბავშვებში ინფიცირების მაქსიმალური, ყველაზე მზარდი მაჩვენებელი შეერთებულ შტატებშია. . 

„აშშ-ის ბოლო კვირის მაჩვენებლით, ინფიცირებულებში 16,8%-ია ბავშვები, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რამდენიმე კვირის წინ ეს მაჩვენებელი იყო 14,2%. „დელტა“ ვარიანტის ცირკულაციის შედეგად, ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. 

საქართველოში ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, თუმცა 40 ათასი ინფიცირებული ბავშვი არც ისე ცოტაა ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჩხაიძემ.