ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 957 საიდანაც:
6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 475, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 398.
მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 591, აჭარაში - 128, იმერეთში - 498.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 37, იმერეთში - 32.
1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 205 - აჭარაში.
39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ნახეთ ბმულზე.