რამდენი მძიმე და კრიტიკული ინფიცირებულია საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695 საიდანაც:

• 6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 565, აჭარაში - 562, იმერეთში - 1 353.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 601 პირი, მათ შორის, თბილისში - 592, აჭარაში - 103, იმერეთში - 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 42, იმერეთში - 35.
• 1 155 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 267 - აჭარაში.
• 40 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევა დადასტურდა.