რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც, მძიმე პაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში – 650, აჭარაში – 163, იმერეთში – 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 34, იმერეთში – 27.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4128 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 79 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5611 ადამიანი.

დღიურად 43653 ტესტი ჩატარდა.