რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 001, საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 429, აჭარაში - 348, იმერეთში - 902. 

მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 96, იმერეთში - 291. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 26, იმერეთში - 28. 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307- თბილისში, 18 - აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 222 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.