რამდენი მძიმე და კრიტიკული პაციენტია საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327 საიდანაც:

• 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 554, აჭარაში - 551, იმერეთში - 1 309.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში - 590, აჭარაში - 103, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 41, იმერეთში - 34.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი9,04%-ია.