რამდენია ჯარიმა ქორწილის ან ქელეხის გადახდისთვის

ქორწილის, ნათლობის, იუბილეს, ქელეხის გადახდის მიზნით, 10- ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება გამოყენებული. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. მისი თქმით ქორწილების გადახდაზე, ასევე სხვა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიც არის ნათლობა, იუბილე შეზღუდვები 15 ივლისამდე მოქმედებს.

„ფიზიკური პირის მიმართ 2000 ლარიანი ჯარიმა, ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე იურიდიული პირის მიმართ10 ათას ლარიანი ჯარიმა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.