რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი თბილისში

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი 110 000-მა ადამიანმა გადაიტანა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში, კორონავირუსი დედაქალაქის მოსახლობის 33 პროცენტს, ანუ 350 000 ადამიანს აქვს გადატანილი. 

"ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს, 110 000 ადამიანს გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი.  220 000-მა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში. სულ, თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს მოსახლეობის 33%-ს, ეს არის დაახლოებით 350 000 ადამიანი. ასეთივე პროპორციები იქნება ქვეყნის მასშტაბითაც, ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ მივაღწევთ 65%-ს ვაქცინაციისას, ეს 350 000 ადამიანი დაემატება ვაქცინირებულებს, იმიტომ, რომ აქვთ იმუნიტეტი და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.