რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კოვიდვაქცინით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

NCDC-ის ცნობით, 13 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 77 343 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 13 084 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.