რამდენი ადამიანი აიცრება წლის ბოლომდე - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ვარაუდობს, რომ 2021 წლის ბოლომდე, კორონავირუსის ვაქცინაცია,  საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ჩაუტარდება. 

,,ჩვენი გეგმის მიხედვით, სამიზნე არის და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რა თქმა უნდა, უპირველესად ჩვენ, ვინც პასუხისმგებლები ვართ, იმაზე, რომ აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 60% - ეს არის დაახლოებით 2 მილიონ 800 ათასი ადამიანი, მისი 60% არის მიახლოებული მილიონ 700 ათასთან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,ფორმულას" ეთერში.