რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან სამი პირი მართვით სუნთქვაზეა. გარდა ამისა, კლინიკაში 55 პაციენტი რჩება, რომელთა შორის 33-ს მწვავე პნევმონია აქვს. 

„ამ ეტაპზე რეანიმაციის განყოფილებაში გვიწევს 7 პაციენტი. 3 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. დანარჩენის მდგომაროება არის სტაბილური.

ასევე იცით, რომ გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია და არ საჭიროებენ სიმპტომურ ჩარევას. ასევე სტაბილურია ორსულების მდგომარეობა.

ჯამში გვყავს 55 პაციენტი, აქედან 3 – ფილტვის ხელოვნური ვენტილაციით, მწვავე პნევმონიით და მკურნალობა გრძელდება სახელმწიფო პროტოკოლის და ჩვენი პროტოკოლის მიხედვით“,- განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.