რატომ აღვნიშნავთ ახალ წელს ორჯერ?

საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ახალ წელს ორჯერ – 1 და 14 იანვარს ზეიმობენ.

დღეისათვის, გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13 დღიანი სხვაობაა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, რამოდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო ისევ ახალ წელს ზეიმობს.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღესდღეობით, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალი წელს ორჯერ აღნიშნავენ.