რატომ არ იკეთებს ნათია თურნავა ტესტს კორონავირუსზე?!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მას ახალ კორონავირუსზე ტესტი არ გაუკეთებია. თურნავას განმარტებით, მინისტრები რისკჯგუფებში არ მოიაზრებიან. 

"ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ტესტირება ტარდება კონკრეტულ რისკჯგუფებში, გეგმაზომიერად, მინისტრები რისკჯგუფში არ მოიაზრებიან. თუ საჭიროება იქნება, ყველას ჩაგვიტარდება, დღეს ეს საკითხი არ განიხილება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.